რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი დაცხრილეს, ესროლეს სასწრაფო დახმარების მანქანასაც

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

რუსმა სამხედროებმა სოფელ ზელენოვკაში ჟურნალისტი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიკტოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი დილერბეკ შაკიროვი ავტომობილიდან დაცხრილეს.

ირინა ვენედიკტოვას ცნობითვე, რუსებმა ხერსონის ოლქში სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს, რითაც ექიმებს დაჭრილი მამაკაცი გადაყავდათ. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, 64 წლის მამაკაცი დაიწვა.

რუსებმა ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ტყვია დაუშინეს. პროკურორის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულს რა მსხვერპლი მოჰყვა და რა ბედი ეწიათ საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებს.

“პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების აღრიცხვას და გამოძიებას” – წერს ირინა ვენედიკტოვა.

 

You may also like

Leave a Comment