ვასილკოვში რუსებმა ნავთობბაზა ააფეთქეს, ქალაქის მერი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას ითხოვს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

კიევის ოლქში, ქალაქ ვასილკოვში რუსებმა ნავთობბაზა ააფეთქეს, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

აღნიშნულ ინფორმაციას ვასილკოვის მერი ავრცელებს. ის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, რადგან ტერიტორია უსაფრთხო არაა და სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში რუსები ცდილობდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე თავდასხმას, მათ შორის აეროდრომზე.

You may also like

Leave a Comment