532
მტერს ყველაფრის განადგურება სურს, მაგრამ არაფერი გამოუვა – უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა მოსახლოებას მიმართა.
„თქვენ ხედავთ, რაც ხდება, თქვენ ხედავთ ხანძარს – ეს სამწიხოაროდ ნავთობბაზაა სოფელ კრიაჩკაში. მტერს ირგვლივ ყველაფრის განადგურება სურს, მაგრამ არაფერი გამოუვა. თქვენ ნახეთ, როგორი ძლიერი იყო ცეცხლი პალისტიკური რაკეტებით. ჩვენი აეროდრომიც დაიბომბა, მაგრამ ახლა ის უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
რთული ღამე იქნება, როგორც კიევში. მაგრამ ჩვენ მედგრად დავდგებით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენთან არის ღმერთი“ – განაცხადა ბალასინოვიჩმა.
ცნობისთვის, ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.