ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და მისმა გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მოლდოვასა და საქართველოში

by oninfo.ge
0 comment

„ევროკავშირმა უნდა მიაქციუს ყურადღება მოლდოვასა და საქართველოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და დავაკვირდეთ, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე, ვნახოთ, როგორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატების პოზიცია ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში“  – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და განაახლებს მუშაობას აღნიშნულ ქვეყნებზე.

„გვაღელვებს ის, თუ რა შეიძლება, მოხდეს მთელ რეგიონში. ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, მიმდინარე მოვლენები  ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე”  – აღნიშნა ბორელმა.

You may also like

Leave a Comment