192
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პარტია ,,ხალხის მსახურის“ პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. მანვე გამოაქვეყნა დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტოც, რომელსაც რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ -მინისტრი დენის შმიგალი დაესწრნენ.
“უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის ,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.