240
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ბაჩო ახალაია მსჯავრდებულია: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე (პატიმართა წამება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კომფორტული პირობების შექმნა); ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე; სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.