პუტინს შეუძლია მხოლოდ იმის გამო დარტყას საქართველოს, რომ მე აქ ციხეში ვზივარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ექსპერზიდენტის თქმით, მას კიევში გამგზავრების საშუალება უნდა მიეცეს.
„ჩვენ არავის გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინაში პუტინმა „კბილები უნდა წაიტეხოს“, ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას-კიევში“, – განაცხადა სააკაშვილმა.