170
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ელჩის გაწვევა ქართული მხარის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების შედეგია.
“სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა მან.
უკრაინამ კონსულტაციებისთვის ელჩი ყირგიზეთიდანაც გაიწვია.