ირაკლი კობახიძე – მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას ჩვენ არ გავაკეთებთ

by oninfo.ge
0 comment

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ორგანიზებით სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს.

“რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.

არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არცერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი.

მისივე თქმით,  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში.

“რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.

You may also like

Leave a Comment