„დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ,  რომ არ მიგვატოვებთ, რომ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი – სიბნელეზე“ – ზელენსკი

by oninfo.ge
0 comment

დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა.

„თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე. ზუსტად თქვნნაირები ვართ. ასე რომ, თქვენც დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის… ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ეს არის ჩვენი ყველაზე მაღალი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრები“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

ევროპარლამენტარები, რომლებსაც უკრაინის დროშიანი მაისურები ეცვათ, ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეხზე წამოდგენენ და ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდნენ.

 

You may also like

Leave a Comment