მამუკა მდინარაძე – არა თუ იმ დროს, როცა უკრაინა ოკუპანტის თავდასხმის ობიექტია, არამედ მაშინაც კი, როცა მთელი „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ელიტა შეიფარა უკრაინის პრეზიდენტმა, საყვედურები არ წამოგვცდენია

by oninfo.ge
0 comment

არა თუ იმ დროს, როდესაც უკრაინა არის უმძიმეს სიტუაციაში და ოკუპანტის თავდასხმის ობიექტი, არამედ იმ დროსაც კი, როდესაც მთელი „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ელიტა შეიფარა უკრაინის პრეზიდენტმა, მაშინაც კი არ წამოგვცდენია საყვედურები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც დანის პირზე დადიხარ, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში, ჩვენი სოლიდარობა მათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ რეაქციები იყოს მეორე მხარეს, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც წესი, ოკუპირებულ ქვეყანას არ სთხოვენ.

რაც შეეხება იმას, რომ ეს მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, არა მოლდოვასთან, სომხეთთან ან აზერბაიჯანთან თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა საქართველო ჩაებას ომში. თუ ჩვენ, ქართველები ვთანხმდებით, რომ ამ ომში ახლა უნდა ჩაერთოს საქართველო, მაშინ ეს სხვა საკითხია. თუ ჩვენი პოლიტიკა სწორია, რომ ომში არ უნდა ჩაერთოს საქართველო, მაშინ ყველაფერი ყველასთვის გასაგებია და არ დაგვავიწყდეს, რომ თუ საბრძოლველი იქნება ვიბრძოლებთ ყველგან ბოლომდე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20% აქვს ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები. ეს არის იმ პრაგმატული გადაწყვეტილებების ნაწილი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.

იმ მარაზმატიკულ პიარზე, რომელსაც ის ხალხი აწარმოებს, რომელიც ომიდან გარბოდა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, როგორ უღალატეს ამ ქვეყანას და რას დაუჭირეს მხარი. როდესაც დადიხარ დანის პირზე, მნიშვნელოვანია მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არის ისტორიულად სწორი, შენი ხალხის და შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა მდინარაძემ.

You may also like

Leave a Comment