216
ოკუპანტებმა ჟიტომირში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, სერგეი სუხომლინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. შესაბამისი ფოტო/ვიდეომასალა უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ავიდარტყმამ 10 საცხოვრებელი სახლი და ქალაქის საავადმყოფოს შენობის ფანჯრები დააზიანა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია 3 ადამიანი.
სამაშველო სამუშაოებს 95 ადამიანი ახორციელებს. ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკის 14 ერთეულიც. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები.