მოსკოვში ოკუპანტებმა ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის ბავშვები დააკავეს

by oninfo.ge
0 comment

რუსეთის დედაქალაქში ბავშვები იმის გამო დააკავეს, რომ ხელში მათ მიერვე დახატული პლაკატები ეჭირათ წარწერით „არა ომს“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს  3 ბავშვი  (7-დან 11 წლამდე) და ორი მშობელი.

ისინი პოლიციამ უკრაინის საელჩოსთან აიყვანა.

ამ ეტაპზე დედები და შვილები პოლიციის შენობაში იმყოფებიან. მათ იქ ერთი ღამის განმავლობაში გააჩერებენ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მშობლებს ტელეფონები ჩამოართვეს. მათივე თქმით, სამართალდამცველები დედებს  უყვიროდნენ და შვილების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ.

You may also like

Leave a Comment