მარიუპოლის საავადმყოფოებში ამ ეტაპზე ასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი იმყოფება, რომელიც ქალაქზე რუსეთის ავიადარტყმების შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, წინა დაბომბვების შემდეგ ქალაქში შუქი გაჩნდა, მობილური კავშირიც აღდგა, ღამით პურსაც აცხობდნენ და დღეს მაღაზიებში 26 ტონაც შეიტანეს, თუმცა ქალაქმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო.
„დღეს კიდევ ერთი ცინიკური დარტყმა მივიღეთ, რომელიც საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა. დაიბომბა მარცხენა სანაპირო და კიროვის საცხოვრებელ ზონა. სამწუხაროდ ცუდი ამბები მოდის ჩვენამდე – იზრდება დაჭრილების რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ ეტაპზე ჩვენს საავადმყოფოებში 128 ადამიანი მკურნალობს. ექიმები სახლში აღარ მიდიან. ისინი იბრძვიან მარიუპელების სიცოცხლისთვის. ექიმებიც ჩვენი გმირები არიან“ – აღნიშნა ბოიჩენკომ.