ზელენსკი: თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა – გთხოვთ, ჩუმად ნუ იქნებით

0 comment

“თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე” – ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა იმ ვიდეომიმართვაში, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გადაიცემოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ფრანკფურტში, პრაღში, ბრატისლავაში, პარიზში, თბილისსა და  ვილნიუსში აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირ ეთერში ჩაერთო და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

“მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი – თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის” – მიმართა ზელენსკიმ საზოგადოებას.

You may also like

Leave a Comment