222
უკრაინა ილონ მასკისგან StarLink- ის სისტემების ახალ პარტიას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩამოვა.
„ვისაუბრეთ ილონ მასკთან, მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერისთვის სიტყვიერად და ქმედებებით. მომავალ კვირას მივიღებთ StarLink-ის სისტემების ახალ პარტიას მივიღებთ დანგრეული ქალაქებისთვის.“- წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, მასკთან ისაუბრა კოსმოსურ პროექტებზეც, რომელსაც საზოგადოებას ომის დასრულების შემდეგ გააცნობს.
ცნობისთვის, StarLink-ის გლობალური სატელიტური სისტემების პირველი პარტია უკრაინამ 28 თებერვალს მიიღო.