„ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ, დღეს ნამდვილად მრცხვენია“ – უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს და ინფორმაციას რუსეთის მხრიდან ქართულ რძესა და ღვინოზე სანქციების მოხსნის შესახებ „ზურგში დანის ჩარტყმად“ აფასებს.
„მსურს მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძეზე და ღვინოზე ეკონომიკური სანქციები მოხსნა, რათა უკრაინაში ომის დროს საქართველოს კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ქართველი ვარ და ყველა ქართველს მსურს შევახსენო, როდესაც რუსეთი მოღალატურად თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ უმალვე, ეკონომიკური დანაკარგის გათვალისწინების გარეშე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა – მისცა შეიარაღება, დაეხმარა სამხედრო ინსტრუქტორებით, რომ მოძმე ერს გვერდში დადგომოდა. თქვენი აზრით, ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, საქართველომ ნორმალურად უპასუხა? გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა – გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას ქართველი ხალხის მხრიდან არ ვისურვებდით. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია“, – განაცხადა დავით არახამიამ.
ცნობისთვის, ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ქართულ რძესა და ღვინოზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
იხ. ვრცლად.