176
ქალაქ ვინიცას აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულად განადგურდა. ამის შესახებ მორიგი ტელემარათონის დროს ვინიცას სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი ბორზოვმა განაცხადა. მისი თქმით, არიან დაშავებულებიც და დაღუპულებიც.
„დაზიანებულია აეროპორტის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ნაწილი. მთლიანად განადგურდა კოშკი და სამეთაურო პუნქტი. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები მოსახლეობასა და სამხედროებს შორის. საგანგებო სიტუაციების სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. დაღუპულების რაოდენობას მოგვიანებით დავაზუსტებთ, – აღნიშნა ბორზოვმა.