ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინას ტოვებს

by oninfo.ge
0 comment

ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში საქმიანობას აჩერებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული  განცხადებიდან ხდება ცნობილი.

“მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა, ახლა დატოვებს უკრაინას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე განცხადების თანახმად,  კიევიდან გასვლა დაიწყეს ეუთო-ს ადგილობრივმა წევრებმაც.

„კრამატორსკსა და სიევიეროდონეცკში დისლოცირებული ადგილობრივი მისიის წევრების გადაადგილება გრძელდება მაშინ, როცა მარიუპოლში დისლოცირებულთა გადაადგილება ჯერ კიდევ შეჩერებულია უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. კიევიდან ეროვნული მისიის წევრთა კიდევ ერთმა კოლონამ დაიწყო გამოსვლა,“- აცხადებენ ეუთო-ში.

You may also like

Leave a Comment