რუსეთმა ნიკოლაევი “სმერჩის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაბომბა

by oninfo.ge
0 comment

რუსეთმა ნიკოლაევი “სმერჩის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაბომბა, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ  7 მარტს, კიევის დროით 5:15 სთ-ის შემდეგ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 5:40 სთ-ისთვის ნიკოლაევის მიმართულებით რუსეთის მხრიდან აქტივობები აღარ განხორციელებულა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ქალაქის თითქმის ყველა რაიონში ისმოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა ნიკოლაევის საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ამის შესახებ „უკრაინა 24“-ის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დაბომბვამდე, ოკუპანტების მხრიდან თადასხმისა და ქალაქის ალყაში მოქცევის რისკის არსებობის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობა ადგილობრივებისთვის ჩაფხუტებსა და ჯავშანჟილეტების მიწოდებას ითხოვდა.

You may also like

Leave a Comment