215
„ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Skynews-თან ინტერვიუში განაცხადა და დასავლეთს კონკრეტული ქმედებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების შეჩერებას მხოლოდ უკრაინა ვერ შეძლებს და ქვეყნებმა მანამ უნდა იმოქმედონ, სანამ გვიანი არ არის.
„ახლა დაზუსტებით ის ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიანი იქნება. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.