უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 516 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 908 – დაშავდა.
გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 516 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 908 – დაშავდა.
„22 თებერვლის 4:00 სთ-დან, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმიდან, 2022 წლის 8 მარტის შუაღამემდე (ადგილობრივი დროით) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (UNOHCHR) უკრაინაში დააფიქსირა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან დაშავების 1424 შემთხვევა: 516 დაიღუპა და 908 დაშავდა“- ნათქვამია ანგარიშში.
ამავე წყაროს ინფორმაციით, 516 დაღუპულიდან 98 მამაკაცია, 60 ქალი, 9 ბავშვი მამრობითი სქესის და 5 ბავშვი მდედრობითი სქესის. 321 ზრდასრულის სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. ამასთან დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაღუპულია 111 და დაჭრილია 462 ადამიანი.
რაც შეეხება უკრაინის სხვა რეგიონებს (კიევი, ჩერკასი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, კიევი, მიკოლაივი, ოდესა, სუმი, ზაპოროჟიე და ჟიტომირის ოლქები) – 405 ადამიანია დაღუპული, 446 – დაჭრილი.