„ეს იყო აზოვის ბატალიონის ბაზა“ – ლავროვმა მარიუპოლში სამშობიარო სახლის განზრახ დაბომბვის ფაქტი დაადასტურა

by oninfo.ge
0 comment

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი განზრახ დაბომბა. ამის მიზეზად კი აღნიშნულ ობიექტში განთავსებული აზოვის ბატალიონი დაასახელა.

„გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები, რომ ეს სამშობიარო  დიდი ხანია დაიპყრო აზოვის ბატალიონმა და სხვა რადიკალებმა. იქიდან გააძევეს ყველა მშობიარე ქალი და სამედიცინო პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის „აზოვის“ ბაზა. მონაცემები წარმოდგენილი იქნა სამი დღის წინ. ამიტომ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, – განაცხადა ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს მარიუპოლზე რუსული საჰაერო იერიშის დროს განადგურდა ქალაქის ცენტრში მდებარე სამშობიარო. დაიბომბა აგრეთვე საავადმყოფო, ბავშვთა და თერაპიის განყოფილებები.

შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

You may also like

Leave a Comment