უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პირველად დაასახელა იმ დაღუპული სამხედროების რიცხვი, რომელიც უკრაინას ოკუპანტებისგან იცავდა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, 16 დღის განმავლობაში, 1300 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ჩვენი მხრიდან სადღაც 1300 ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთმა კი 12 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ერთი ათზე. არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი სამხედრო დაკარგეს, რადგან რუსებსაც ჰყავთ მშობლები,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ოკუპანტების უმრავლესობამ არც იცის, სად მოვიდა, დააჯერეს, რომ აქ ნაცისტები არიან და ეგონათ, რომ ფაშიმზს ებრძოდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ასე არაა.
„ჩვენ ბევრი რუსი ტყვე გვყავს. ისინი ჩვენს დასახოცად ჩამოვიდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ სუსტები არიან, რომ ჩვენ არ დავნებდებით, იმიტომ, რომ ჩვენს მიწაზე ვართ. გარდა ამისა, ზოგიერთმა გაიაზრავ, მიუხედავად იმისა, რომ 18-20 წლისები არიან, რომ თევითონ იქცეოდნენ ნაცისტებივით“- აღნიშნა ზელენსკიმ.
არ ვიცი, როგორ დაბრუნდებიან სახლში, რადგან მსოფლმხედველობა უკვე ეცვლებათ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით ოკუპანტები მოროდიორობენ, ქალაქებს ბლოკავენ და ხალხისთვის წყლის მიწოდების საშუალებასაც არ იძლევიან.
„ვინც ადამიანების ხოცვისგან სიამოვნებას იღებს, ისინი საკუთარი ფეხით აქედან ვერ წავლენ, მათ წაიღებენ. უკრაინელები ბოლომდე შეეწინაამეგებიან. იმიტომ რომ ერთი ათის წინააღმდეგაა,იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.