208
ორკვირიანი იძულებითი არდადეგების შემდეგ სკოლის მოსწავლეები სწავლის განახლებას შეძლებენ. ორშაბათს, 14 მარტს სასწავლო პროცესი მინიმუმ 14 რეგიონში დაიწყება.
ესენია: ლვოვი, ტერნოპოლი, ივანო-ფრანკოვსკი, ჩერნივცი, ხმელნიცკი, ზაპოროჟიე, ოდესა, კიროვოგრადი, სუმის რეგიონის ნაწილი.
ამის შესახებ უკრაინის განათლების მინისტრმა, სერგეი შკარლეტმა უკრაინული ტელემარათონის UAraz-ის ეთერში განაცხადა. სამინისტრომ სკოლებს სწავლის ფორმატის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა მისცა.
„სკოლებს ექნებათ საშუალება, დამოუკიდებლად აირჩიონ სწავლის ფორმატი – საკლასო ოთახში, დისტანციურად ან შერეულად. ბავშვები, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები იძულებით დატოვეს, სწავლის გაგრძელებას იმ რეგიონში შეძლებენ, რომელშიც იმყოფებიან.“ – განაცხადა მინისტრმა.