183
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თქმით, ვოლნოვახა, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს, მისი ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება, რადგან ის დონეცკის მიმართულებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.
“ომამდე ვოლნოვახის რაიონში 100 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ევაკუირებულია. ახლა ქალაქის ინფრასტრუქტურა განადგურებულია”, – აღნიშნეს უწყებაში.
იხ. ფოტორეპორტაჟი