რუსეთში „ინსტაგრამი“ დაიბლოკა

by oninfo.ge
0 comment

რუსეთის ტერიტორიაზე „ინსტაგრამი“ 14 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე დაიბლოკა.  გადაწყვეტილება ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებმა კომისიამ – “როსკომნადზორმა” მიიღო.

უწყების მტკიცებით, სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პირების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან, 11 მარტს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ინსტაგრამის“, „ფეისბუქისა“ და „უოთსაფის“ მფლობელი კომპანია „მეტას“ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ აღიარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

You may also like

Leave a Comment