ალეკო ელისაშვილი – ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო, ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

by oninfo.ge
0 comment

“ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო” – “მოქალაქეების” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი  უკრაინაში წავიდა. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, ის ახლა მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში იმყოფება.

როგორ ის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ბრძოლის შორიდან ყურება არ შეეძლო.

“არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”- წერს ელისაშვილი.

You may also like

Leave a Comment