“დასავლეთმა არ უნდა გამორიცხოს პუტინის მკვლელობის შესაძლებლობა, რამაც, შეიძლება, ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას”- ბრიტანელი პოლკოვნიკი”

by oninfo.ge
0 comment

ბრიტანეთის არმიის ყოფილმა სარდალმა, პოლკოვნიკმა რიჩარდ კემპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მკვლელობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა გამორიცხოს მოვლენების მსგავსი განვითარება. ამის შესახებ ინფორმაცია Daily Mail -მა გაავრცელა. კემპის თქმით, პუტინის მკვლელობამ შესაძლოა,  ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

„ოსამა ბინ ლადენი, ისლამური სახელმწიფოს მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და ირანის რესპუბლიკური გვარდიის მეთაური ყასემ სოლეიმანი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ დასავლეთისთვის. ისინი მოკლეს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. პუტინი მუდმივი და თან მომაკვდინებელი საფრთხეა, რაც მუდმივად იარსებებს, სანამ ის  ხელისუფლებაში იქნება“, – აღნიშნა კემპმა.

მისივე განმარტებით, არსებობს ალტერნატიული გზაც – პუტინის დამხობა, დაპატიმრება ან გასამართლება, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.

„მკვლელობა შეიძლება არ იყოს სასიამოვნო ფაქტი ბევრისთვის, მაგრამ პუტინის სიცოცხლეს არ აქვს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ათასობით ადამიანისას, რომელიც მან უკრაინაში და სხვა ადგილებში უკვე დახოცა  და სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალშიც მოკლას“ –  აღნიშნა ოფიცერმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის ლიკვიდაციისკენ ტელეკომპანია Fox-ის პირდაპირ ეთერში მოუწოდა ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

„ვიღაცამ რუსეთში საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს ყმაწვილი პირდაპირ ჯოჯოხეთში გაუშვას. ამით თქვენ ძალიან დიდ სამსახურს გაუწევთ ქვეყანას და მსოფლიოს“ – აღნიშნა სენატორმა.

იხ. ვიდეო

You may also like

Leave a Comment