„ჩვენ ვპიროდებოდით უკრაინას, რომ დავიცავდით რუსეთისგან, მაგრამ არ გვინდოდა, ის გვენახა ნატოში“ – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

by oninfo.ge
0 comment

ევროპამ და ნატომ შეცდომა დაუშვეს უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც მას არ მისცეს საშუალება, გამხდარიყო ნატოს წევრი ქვეყანა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას რუსეთისგან დაცვას ჰპირდებოდა, მაგრამ ნატოში მისი ხილვა არ სურდა.

„ევროპისთვის, ნატოსთვის, დასავლეთისთვის, შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად გაღება და ამავდროულად იმის თქმა, რომ იქ შესვლა არ შეიძლება. ეს გამაღიზიანებელია. უკრაინა თავს გრძნობდა ხაფანგში ორ ცეცხლს შუა. ერთი მხრივ, მოუწოდებენ, აეღო ორიენტირი დასავლეთისკენ და ემუშავა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მეორე მხრივ, არ მისცეს უფლება, გაწევრიანებულიყო ნატოში.  ჩვენ ვპირდებოდით დაცვას რუსეთისგან, მაგრამ არ გვინდოდა უკრაინის ნატოს პარტნიორად დანახვა, ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, შევაფასეთ,  როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მაგრამ ავაშენეთ Nord Stream 2; ჩვენ გვინდოდა, უკრაინას საკუთარი თავი დაეცვა, მაგრამ არა ჩვენი იარაღის დახმარებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი პოზიციები იყო არათანმიმდევრული.“- აღნიშნა ჰაბეკმა.

You may also like

Leave a Comment