ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება,- ასე გამოეხმაურა ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნატოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნულ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ჯონსონმა აქვე აღნიშნა, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკის ესმის.
„გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის და რა თქმა უნდა მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და ამ დროისთვის არსებულ პოზიციაზე”, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ამჟამად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზელენსკის გუშინ განაცხადა: ,,წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ.”
„უკრაინა წლების განმავლობაში იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა მსგავსი ნაბიჯი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა, რომელსაც საკუთარ საზღვრებთან ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის დანახვა არ სურს“, – წერს Sky News.