201
რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, განსახილველ საკითხებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები.
„რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ არის ნიშნები, რომ მოსკოვის პოზიცია უფრო „ადეკვატური“ გახდა“, – თქვა პოდოლიაკმა.
მისივე განმარტებით, რუსეთი ომი „ავღანური სცენარის“ მიხედვით მიჰყავს. რუსული ტაქტიკა დიდი ქალაქების ალყაში მოქცევას და მათზე ავიაბომბებით და ფრთოსანი რაკეტებით იერიშს მოიაზრებს.