სტოლტენბერგი: შევთანხმდით, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ 

0 comment

“შევთანხმდით, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს პარტნიორებს შორის საქართველოც მოიაზრება.

„მოკავშირეები შევთანხმდით, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებითვე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით გაძლიერებას და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო დაცვის სისტემებსა და დრონებს გადასცემს.

You may also like

Leave a Comment