2035 წლამდე რუსეთთან რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მან არსებული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს შეადარა. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელიწადში ერთხელ. მან არსებული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს შეადარა.
„5 ომი ჩაატარეს იქამდე, სანამ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვა მეთოდებზე გადასვლაა საჭირო. ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა 5 ომი, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია. ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელიწადში ერთხელ. მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის და ვინც ახლა ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ და გაზარდონ ბავშვები, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა. აქ ახალი ისრაელია. უბრალოდ მასშტაბები უფრო დახვეწილი და საშიშია“,- განაცხადა არესტოვიჩმა.