165
![]()
ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს წელს მეორედ უმასპინძლებს. პირველად ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება იაპონიის დედაქალაქში 1964 წელს ჩატარდა და ჯუდოც ოლიმპიადაზე პირველად სწორედ მაშინ ვიხილეთ.
![]()
აღსანიშნავია, რომ ჯუდოს სამშობლოში გამართულ ოლიპიადაზე ჯუდოს გულშემატკივარს ჩვენს საყვარელ სპორტის სახეობაში კიდევ ერთი სიახლე გველოდება – ამჯერად პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჯუდოში გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
![]()
ტოკიოში ტატამის გაშლამდე დარჩა ზუსტად 100 დღე. ჯუდოში ოლიმპიური თამაშები 24 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება.