ლონდონის ოლიმპიადამ რუსეთის ტრიუმფით ჩაიარა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადამ ვაჟთა შორის რუსების სრული ტრიუმფით ჩაიარა. მათ ჯამში 7 წონითი კატეგორიიდან 5 მედალი აიღეს – 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ჩემპიონები გახდნენ არსენ გალსტიანი (60), მანსურ ისაევი (73) და ​ თაგირ ხაიბულაევი (100). ვერცხლის მედალი მძიმე წონაში ალექსანდრ მიხაილინმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს 81-ში ივან ნიფონტოვი დაეუფლა. მოგებული სამი ფინალიდან, ორში რუსებმა იაპონელები დაამარცხეს – გალსტიანმა ჰიროაკი ჰირაოკას სძლია, ხოლო ისაევმა რიკი ნაკაიას. რაც შეეხება ხაიბულაევს, მან ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლი ნაიდანგინ ტუვშინბაიარი დაამარცხა.

ტრიუმფატორი ნაკრების მთავარი მწვრთნელი წარსულში ტიტულოვანი ჯუდოკა და არანაკლებ ლეგენდარული სენსეი ეციო გამბა იყო. მას 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მეგობრის ტიტული მიანიჭა, ხოლო 2016 წელს – რუსეთის მოქალაქეობა.

როგორ ფიქრობთ წელს რამდენი მედლის აღებას შეძლებს ეციო გამბას გუნდი?

ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი 61 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge