242
საქართველოს მეორე ოლიმპიური მედალი 2000 წელს ჰქონდა. სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი 66 კგ-ში გიორგი ვაზაგაშვილი გახდა.
ოლიმპიური მედლის გარდა, ვაზაგაშვილი ფლობს ევროპის 2 ოქროსა და თითო-თითო ვერცხლ-ბრინჯაოს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის პრიზიორია.
2000 წელს ოლიმპიური თამაშები პირველად გაიმართა ავსტრალიის კონტინენტზე. ჯუდოში პირველი გუნდური ადგილი იაპონიამ 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაიკავა.
ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 85 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.