,,აია” დიდი 10-ის ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ქუთაისის ,,აია” საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ ,,ლიდერბეთ დიდი 10”-ის ფინალში ითამაშებს.

იმერლებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ბოლნისის ,,ყოჩებთან” გამარჯვებით მოიპოვეს.

,,აიამ” ქვემო ქართლელებს 31:12 სძლია.

,,აია” (ქუთაისი) 31:12 ,,ყოჩები” (ბოლნისი)

,,აია”: 5 ლელო – საჯარიმო ლელო, მამამთავრიშვილი, ჯინჭარაძე, აბრამიძე, ფურცხვანიძე
2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი

,,ყოჩები“: 2 ლელო – მალაღურაძე, რეხვიაშვილი
გარდასახვა: რეხვიაშვილი

,,დიდი 10”-ის 2020-21 წლების ფინალში ,,ბათუმი” და ,,აია” ითამაშებენ.

ფინალური შეხვედრა 12 ივნისს, ქუთაისშია დაგეგმილი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge