,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” გოგონებს შორის 1/8 ფინალისტები გამოვლინდნენ.
პრესტიჟულ ტურნირს პირველი სამი განთესილი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი, ნაომი ოსაკა და არინა საბალენკა გამოეთიშა.
ბარტიმ და ოსაკამ პარიზი ტრავმების გამო დატოვეს.
საბალენკას კი 1/16 ფინალში ანასტასია პავლიუჩენკოვამ მოუგო.
საუკეთესო ათეულში განთესილთაგან
,,როლან გაროსს” ამერიკელი ჩოგბურთელები სოფია კენინი და ლეგენდარული სერენა უილიამსი, ასევე პოლონელი იგა სვიატეკი შემორჩნენ.
ესეც ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალისტები:
ონს ჯაბერი (ტუნისი) : კორი გაუფი (აშშ) / სლოან სტეფენსი (აშშ) : ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი)
სოფია კენინი (აშშ) : მარია საკარი (საბერძნეთი) / მარტა კოსტიუკი (უკრაინა) : იგა სვიატეკი (პოლონეთი)
სერენა უილიამსი (აშშ) : ელენა რიბაკინა (ყაზახეთი) / ვიქტორის აზარენკა (ბელარუსი) : ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუსეთი)
სორანა-მიჰაელა კირსტეა (რუმინეთი) : ტამარა ზიდანშეკი (სლოვენია) / მარკეტა ვონდროუშოვა (ჩეხეთი) : პაულა ბადოსა გიბერტი (ესპანეთი)
1/8 ფინალური შეხვედრები 6 და 7 ივნისს, შედგება.