ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ეროვნული ნაკრები კონკაკაფის ზონის ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში იანკებმა მექსიკის ნაკრები დამატებით დროში 3-2 დაამარცხეს.
დრამატული ორთაბრძოლის დასაწყისში მექსიკელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს.
მე-2 წუთზე ანგარიში ,,პორტუს” ფეხბურთელმა ხუან მანუელ კორონამ გახსნა.
27-ე წუთზე წონასწორობა
,,დორტმუნდის” ფეხბურთელმა ჯოვანი რეინამ აღადგინა.
79-ე წუთზე მექსიკა წინ კიდევ ერთხელ გავიდა.
ჰირვინგ ლოზანოს პასით მეტოქის კარი დიეგო ლაინეს ლეივამ დალაშქრა.
83-ე წუთზე ,,იუვენტუსის” ნახევარმცველმა უისტონ მაკკენმა მექსიკელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.
ამერიკელებმა 114-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს.
თავი პენალტით ,,ჩელსის” მოთამაშემ კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა.
მექსიკელებს დაპირისპირების პენალტების სერიაში გადაყვანა შეეძლოთ, თუმცა ანდრეს გუარდადომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
აშშ 3:2 დ.დ. მექსიკა
2′ კორონა (0-1), 27′ რეინა (1-1), 79′ ლაინესი (1-2), 83′ მაკკენი (2-2), 114′ პულისიჩი (3-2)
გამოუყენებელი პენალტი: 120+4′ გუარდადო (მექსიკა)