გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8 ფინალური ეტაპი ვერ გადალახა.
ქართველმა ხორვატ მარინ ჩილიჩთან ვერაფერი გააწყო და ბრძოლაც ერთ საათში წააგო
ჩილიჩმა ბასილაშვილს 2-სეტში 6-3, 6-2 მოუგო.
შტუტგარტის ტურნირის 1/4 ფინალში მარინ ჩილიჩის მეტოქე შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ დენის შაპოვალივსა და ესპანელ ფელისიანო ლოპესს შორის გაირკვევა.