ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანის ციციპასი ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” ფინალში გავიდა.
ციციპასს 1/2 ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დიდი ბრძოლა გადახდა.
დრამატული ორთაბრძოლა 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
საბოლოოდ, სტეფანოს ციციპასმა მეტოქეს 5-სეტში 6-3, 6-3, 4-6, 4-6, 6-3 სძლია.
ბერძენი ჩოგბურთელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელების რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებას დაელოდება და მათ შორის საუკეთესოს ფინალში შეხვდება.