ბარბორა კრეიჩიკოვა: ,,როლან გაროსზე გამარჯვებით ჩემი ოცნება ავისრულე”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჩეხმა ჩოგბურთერთელმა ბარბორა კრეიჩიკოვამ ,,როლან გაროსზე” გამარჯვების შემდეგ tennis.com-თან კომენტარი გააკეთა.

კრეიჩიკოვა აცხადებს, რომ ,,დიდი მუზარადის” ტურნირზე ჩემპიონობა მისი ,ოცნება იყო და ძალიან გახარებულია, რომ ეს ოცნება უკვე 25 წლის ასაკში აისრულა.

ბარბორა კრეიჩიკოვა: ,,პარიზში ძალიან კარგი 2 კვირა გავატარე. ეს იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი.
,,დიდი მუზარადის” ტურნირის მოგება ჩემი ოცნება იყო და ,,როლან გაროსზე” გამარჯვებით 25 წლის ასაკში  ჩემი ოცნება ავისრულე.
ყველა რთული მაინც ფინალში თამაშია.
ანასტასია პავლიუჩენკოვასთან დაპირისპირების წინ ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრისთვის კონცენტრაცია მოვახდინე.
მძიმე ბრძოლა გადავიტანე მარია საკარისთან.
ბერძენმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვების მოსაპოვებლად 3 საათზე მეტი დრო დამჭირდა.
ფინალისა და 1/2 ფინალის გარდა, გამოვყოფდი კაროლინა პლიშკოვასთან პირველ წრეში შეხვედრას. პლიშკოვა ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელივანი ჩოგბურთელია და მასთან გამარჯვების შემდეგ დიდი სტიმული მივიღე.
მოკლედ, ,,როლან გაროსი” ჩემთვის დაუვიწყარ მიგონებად დარჩება. ვეცდები მომავალში ტურნირები ისევ მოვიგო.” – აცხადებს ბარბორა კრეიჩიკოვა.

ბარბორა კრეიჩიკოვამ ფინალში რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას 3-სეტში 6-1, 2-6, 6-4 სძლია.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge