ინგლისმა ნავსი გატეხა – ბრიტანელებმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი შეხვედრა პირველად მოიგეს
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ერთმანეთს D ჯგუფის გუნდები ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
გარეთ საუთგეიტის გაწვრნილმა ინგლისელებმა ხორვატიას 1-0 სძლიეს.
ინგლისის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი, პირველად მოიგო.
მე-4 წუთზე ინგლისელებმა სახიფათო მომენტი შექმნეს.
ფილ ფოდენის დარტყმული ბურთი ხორვატიის ნაკრების კარის ძელს მოხვდა.
პირველ ტაიმში ორივე
გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა.
მატჩში ანგარიში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა გახსნეს.
57-ე წუთზე კელვინ ფილიპსის პასით მეტოქის კარი რაჰემ სტერლინგმა აიღო.
დარჩენილ დროში ხორვატებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს.
გარეთ საუტგეიტის გუნდმა მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა და აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
D ჯგუფი
ლონდონი, ,,უემბლი”
ინგლისი 1:0 ხორვატია
57′ სტერლინგი (1-0)
ინგლისი: პიკფორდი, უელკერი, სტოუნი, მინგსი, ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი, სტერლინგი (90+1′ კალვენ-ლევინი), მოუნტი, ფოდენი (71′ რაშფორდი), კეინი (82′ ბელინგჰემი)
მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუტგეიტი
ხორვატია: ლივაკოვიჩი, ვრსალკო, ვიდა,
კალეტა-კარი, გვარდიოლი, ბროზოვიჩი (79′ ვლასიჩი), კოვაჩიჩი (82′ პასალიჩი), მოდრიჩი, პერისიჩი, კრამარიჩი (79′ ბრეკალო), რებიჩი (78′ პეტკოვიჩი)
მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
მსაჯი: დანიელე ორსატო