“მე თვითონ ვარ იმდაგვარ მდგომარეობაში, რომ ჩემს სხეულზე ვგრძნობ ტკვილს, ყველა იმ მოქნეული კეტისა, წიხლისა, იმ შეფურთხებებისა, რაც არანაირად შესაბამისობაში არ ზის საერთოდ ქრისტიანობის იდეასთან” – ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას.
“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი მაცნობეს, რომ გარდაიცვალა 5 ივლისის მოვლენებისას დარბეული, ნაცემი ერთ-ერთი ოპერატორი, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ჩვეულებრივ მოვლენად არის ცნობილი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული კითხვა ჩნდება – ვის წირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა. ის რომ ესეთი მასშტაბის ღონისძიებები იგეგმება, ღონისძიება როცა თემა არის 2 ჯგუფს შორის კონფრონტაციული ხასიათის და ათასობით ადამიანი იყრის თავს, სასწაული უნდა მოხდეს რომ მსხვერპლი არ იყოს.