“ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება” – ამ კომენტარით “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს ძალის გამოყენებით გადაადგილებენ.
“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;
3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.
ვაგრძელებთ პროტესტს.” – წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.