4 445 ახალი შემთხვევა, 3 508 გამოჯანმრთელებული, 77 გარდაცვლილი, 7 103 აცრილი – 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა​

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და   20 567  PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 775 826 -მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ  708 820 შეადგინა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 77  პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816  პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  7 103  ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა  2 032 939 აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 55 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 856, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1 324.

You may also like

Leave a Comment