203
ხვალ, 12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობა თბილისში ორ სხვადასხვა ადგილას აქციას ერთდროულად გამართავს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, აქციები “300 არაგველისა” და “დიდუბის” მეტროებთან გაიმართება.
„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში – „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ – გამოსასვლელთან 14:00 საათზე.
ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, – განაცხადა მელიამ.