“მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებაში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება” – ამის შესახებ ექიმმა-ფსიქიატრმა მარინე კურატაშვილმა განაცხადა გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული დახმარება სჭირდება. ექიმის გამცხადებითვე, „კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, ხოლო „ქსანაქსი“ დიდი ხნით ადრე უცხოელმა ექიმებმა დაუნიშნეს. იღებს.
ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ მედიკამენტების დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, თერაპიულის შესაბამისია. გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და სჭირდება დახმარება, როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული”, – განაცხადა ფსიქიატრმა. .