სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისი აპარატის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
მისი თქმით, ექიმები მიღებულ ინფორმაციას შეაჯერებენ და დასკნას მას შემდეგ გამოაქვეყნებენ.
“ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად, ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს თავისი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალმხრივი ეს გართულებები. ახლა ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით” – თქვა ლომჯარიამ.